აუდიო

მოუსმინე დასაწყისს

Loading please wait...

ტრიუმფალური თაღი

ჟანრი:

მხატვრული ლიტერატურა

ასაკი:

უფროსებისთვის

7.99₾

აუდიო

ათვალიერებს:

8

7.99₾

აუდიო

ათვალიერებს:

3

აღწერა

მიმოხილვა

ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის „ტრიუმფალური თაღის“ გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი.

...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, „ტრიუმფალური

თაღის“ დასასრულს ომი მხოლოდ იწყება.

სრულად

ავტორის სხვა წიგნები

ერიხ მარია რემარკი

მის რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. რემარკის საუკეთესო ნაწარმოებებად ითვლება: „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, „სამი მეგობარი“ და „ტრიუმფალური თაღი“.

ერიხ მარია რემარკი